„სენატორმა შაჰინმა განაცხადა, რომ თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომელიც სენატში განიხილეს, საქართველოსთან დაკავშირებით ბევრს არაფერს აღარ ამბობს. მე ვნახე თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომელიც 2025 წლის საბიუჯეტო წელს გულისხმობს და საქართველოზე არათუ საბიუჯეტო დახმარება, არამედ, ჩანაწერიც კი არ არსებობს. მე ხელთ მაქვს ის ჩანაწერი, რომელიც ევროპასთან დაკავშირებით არის და გაგიკვირდებათ, თუმცა საქართველოს მხარდაჭერა აღარ არის ნახსენები და საუბარია სომხეთის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე, რომელიც ამ მოლაპარაკებების შედეგად, პირველად გაჩნდა თავდაცვის ავტორიზაციის აქტში.
ამ ვითარებაში, როდესაც თავდაცვის ავტორიზაციის აქტით ჯარის დაფინანსება ნულია და საქართველოზე ჩანაწერი გამქრალია და სომხეთთან თანამშრომლობაზე არის საუბარი, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ “ქართულმა ოცნებამ” კრემლის ოცნება ღიად შეასრულა, იმიტომ რომ შეერთებულო შტატების დახმარების და მხარდაჭერის გარეშე, ამ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა ვერ შესრულდება და ერთადერთი რა შესაძლებლობაც შეიძლება ჩვენს ჯარს დარჩეს ეს არის ხანძრების ქრობა, ისიც ძალიან მწირე რესურსებით,”
ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ბრიფინგზე განაცხადა.