აშშ-ის თავზე ჩინური ჯაშუში-საჰაერო ბუშტის აღმოჩენის შემდეგ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჩინეთში ვიზიტი გააუქმა.
პენტაგონი საჰაერო ბუშტის ზუსტ ადგილმდებარეობაზე ინფორმაციას არ ასაჯაროებს და განცხადებას ავრცელებს.
“გვაქვს ინფორმაცია, რომ ლათინური ამერიკის საჰაერო სივრცეში საჰაერო ბუშტი მოძრაობს. ჩვენი შეფასებით, ეს კიდევ ერთი ჩინური სათვალთვალო ბუშტია”. – თქვა პენტაგონის პრესსპიკერმა.
ხუთშაბათს აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის თავზე სათვალთვალო ბუშტს ადევნებდნენ თვალს. პენტაგონის განცხადებით, საჰაერო ბუშტი “დაფრინავდა სიმაღლეზე, რომელიც ბევრად აღემატებოდა კომერციულ საჰაერო გადაზიდვებს” და “არ წარმოადგენდა სამხედრო და ფიზიკურ საფრთხეს მიწაზე მყოფი ადამიანებისთვის”. CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ს მაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ ბუშტი აშშ-ს მიმართულებით არ მოძრაობს.
ბლინკენი ჩინეთს 5-6 თებერვალს უნდა სწვეოდა.