აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი ორკვირიან თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ ფაუჩიმ CNN-ს თავად განუცხადა.
მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 8 მაისს კორონავირუსი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის პრესსამსახურის წარმომადგენელს დაუდასტურდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ენტონი ფაუჩის კორონავირუსი პირველი ტესტირებისას არ დაუდასტურდა, თუმცა შემდგომი შემოწმებები ჩაუტარდება.
ამ დროისთვის აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების მილიონ 347 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 80 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.