აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ამერიკის მთავრობამ საქართველოს COVID-19-თან საბრძოლად დამატებით $600 000 დოლარი გამოუყო.
,,ამერიკის მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად დამატებითი $600 000 დოლარი გამოყო. ეს თანხა COVID-19-ის საპასუხო გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოხმარდება. COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად და ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფთა დასახმარებლად ამერიკის მთავრობამ USAID/Georgia-ის მეშვეობით მთლიანობაში $1.7 მილიონი დოლარი გამოყო”,- წერია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
28 მარტს აშშ-მ საქართველოს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად $1.1 მლნ დოლარი გამოუყო.