“წავიკითხე საელჩოს განცხადება ამ თემასთან დაკაავშირებით, გაოგნებული ვიყავი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ეს არის აბსოლუტურად შემაშფოთებელი განცხადება, იმის მაგივრად, გვენახა გამიჯვნა იმ პროცესებისგან, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული რევოლუციის მომზადებასთან, ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად განსხვავებული გაცხადება, რაც შემაშფოთებელია.
ქართულ საზოგადოებას უნდა სიმშვიდე ამ ქვეყანაში, არ უნდა რევოლუცია და ის უბედურება, რაც მაგალითად, რევოლუციამ მოუტანა იგივე მეგობარ ქვეყანა უკრაინას, ეს არ უნდა საზოგადოებას და საზოგადოების მოლოდინია, რომ საელჩოსგან ამ შემთხვევაში, მოისმინოს განსხვავებული პოზიცია, პოზიცია, რომ მათი მხრიდან არავითარ შემთხვევაში არ მოხდება რევოლუციური პროცესების მხარდაჭერა, თუმცა, გუშინდელი განცხადება იყო აბსოლუტურად გამაოგნებელი და შეურაცხმყოფელი ქართული საზოგადოებისთვის”
ასე აფასებს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის საელჩოს განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაწყებულ გამოძიებაზე.