უკრაინაში აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, “არაპროგნოზირებადი” სიტუაციის გამო უკრაინა დატოვონ.
“უკრაინაში უსაფრთხოების მხრივ ვითარება კვლავ არაპროგნოზირებადია რუსული სამხედრო მოქმედებების გაზრდილი საფრთხის გამო და შეიძლება გაუარესდეს. აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, განიხილონ უკრაინიდან გამგზავრება კომერციული ან სხვა კერძო სატრანსპორტო საშუალებით.
აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინის დატოვების მრავალი ვარიანტი აქვთ უკრაინის ყველა საერთაშორისო აეროპორტიდან. თუ გაგიჭირდებათ ფრენის უზრუნველყოფა, ან გჭირდებათ დახმარება შეერთებულ შტატებში დასაბრუნებლად, მიმართეთ KyivACS@state.gov”,– წერია საელჩოს განცხადებაში.
მათი განცხადებით, საელჩო მუშაობს და მსურველებს შეუძლიათ მიმართონ როგორც აშშ-ის პასპორტის, ასევე სხვა საჭირო დოკუმენტების საკითხზე. გარდა ამისა, მოქალაქეებს, რომელსაც დასაბრუნებელი ბილეთისთვის საკმარისი თანხა არ აქვთ, საელჩო სპეციალურ სესხს სთავაზობს.