„ამას კავშირი არ ჰქონია. არასწორად არ გამიგოთ, მორალი ყოველთვის არის დამოკიდებული იმაზე, დგანან თუ არა თქვენი პარტნიორები თქვენს გვერდით, მაგრამ, ვერ ვიტყოდი, რომ პაუზამ კურსკის ოპერაციაზე გავლენა მოახდინა.[…] მიმაჩნია, რომ რუსეთმა თეთრი სახლის გუნდის ზოგიერთ წევრზე ინფორმაციის მეშვეობით გავლენის მოხდენა მოახერხა. ამერიკელებისთვის მათი სიგნალი იყო, რომ უკრაინელებს ომის დასრულება არ სურდათ და რაღაც უნდა გაეკეთებინათ, რომ მათზე ზეწოლა მოეხდინათ“,

 

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Times-თან ინტერვიუში განაცხადა.