აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა MEGOBARI აქტი მიიღო. კომიტეტის დახურული შეხვედრა დასრულდა. ძალაში შესასვლელად მას კენჭი ჯერ სენატმა, ხოლო შემდეგ კონგრესმა უნდა უყაროს.
რა წერია კანონპროექტში, რომელიც სენატის საგარეო კომიტეტმა მიიღო:
საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ზრდის არსებითად მტრულ დამოკიდებულებას დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების და მისი მთავარი ევრო-ატლანტიკური პარტნიორების მიმართ, სანამ ისინი მუშაობენ მეტად გააძლიერონ კავშირები რუსეთის ფედერაციასთან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და ასევე სხვა ანტიდასავლურ ავტორიტარულ რეჟიმებთნ,.
მდივანმა უნდა შეაჩეროს შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისია, რომელიც 2009 წლის 9 იანვარს საქრთველო-ამერიკას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შემდეგ შეიქმნა, იქამდე სანამ, საქართელოს მთავრობა არ გადადგამს დამატებით ზომებს.
მოუწოდეს ყველა პოლიტიკურ პარტიას და არჩეულს საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრებს გააგრძელონ დასახული რეფორმების გეგმაზე მუშაობა , რომელიც ევროკომისიამ გამოყო, რაღა აღდგეს საქრატველოსსთვვის მინიჭებული ევროკაშირის კანდიდატის სტატუსი .
გადახედოს საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას და გადახედოს ყველა სახის საგარეო და უსაფრთხოების დახმარებას, რომელიც ხელმისაწვდომია მთავრობისთვის, თუ ის გადადგამს აუცილებელ ნაბიჯებს.
გააგრძელოს დემოკრატიული ღირებულებების მუდმივი მხარდაჭერა საქართველოში, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლოს, დამოუკიდებელი მედიის, საჯარო სექტორის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების, კანონის უზენაესობის, ავთვისებიანი გავლენის წინააღმდეგობის , ანტიკორუფციული ძალისხმევისა და დაუწესოს სწრაფი შედეგები იმ ინდივიდებს რომლებიც არიან პასუხისმგებელნი პირდაპირ და შეგნებულად იმ ქმედებების გატარებაში, როემლიც ძირს უთხრის ამ სტანდარტებს.
მოუწოდეს საქართველოს მთავრობას გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ან დაპატიმრებული პირი და გაათავისუფლოს ნებისმიერი სასამართლო პროცესიდან მოხსნას ნებისმიერი ბრალდება, რომელიც მათ აქვთ წაყენებული. მოვუწოდოთ საქართველოს მთავრობას, რომ საფუძვლიანად გამოიძიოს ყველა ბრალდება, რომელიც გაჩნდა 2024 წლის ოქტომბერს ჩატარებული ბოლო ეროვნული არჩევნების შედეგად, განსაზღვროს, უნდა შეფასდეს თუ არა არჩევნები არალეგიტიმურად და დააკავოს არჩევნებში ჩარევისთვის პასუხისმგებელი პირები.
პრეზიდენტმა უნდა განსაზღვროს და დაადგინოს იმ ადამიანების ვინაობა , აქტის ამოქმედების შემდეგ , ვინც ჩართულია კორიფციაში ან მოქმედებს იმგვარად , რომ ძირი გამოუთხაროს მშვიდობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას, სუვერენიტეტს ან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
ამ აქტის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 180 დღისა, სახელმწიფო მდივანმა ეროვნული დაზვერვის დირექტორთან და თავდაცვის მდივანთან კოორდინაციით წარუდგინოს კონგრესის შესაბამის კომიტეტებს საიდუმლო მოხსენება, რომელიც მომზადებული იქნება შესაბამისი წყაროებისა და მეთოდების დაცვით, გამოიკვლიოს რუსული დაზვერვის ელემენტების შეღწევისა და მათი აქტივების შესახებ საქართველოში, რომელიც მოიცავს დანართს რომელიც შეისწავლის ჩინეთის გავლენას და რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობის პოტენციურ კვეთას საქართველოში.
MEGOBARI აქტი ქართველი ხალხის მხარდაჭერასთან ერთად ოცნების ხელისუფლებისთვის სავიზო და ფინანსური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს