აშშ-ის სენატი საქართველოს წინააღმდეგ სანქციების ორპარტიულ პაკეტს განიხილავს – Politico

გამოცემა Politico -ს ინფორმაციით შეერთებული შტატების სენატი საქართველოს მთავრობის ლიდერების წინააღმდეგ ორპარტიულ სასანქციო პაკეტს განიხილავს
პოლიტიკოს მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად,
გამოცემის თანახმად, სასანქციო კანონპროექტს სენატორები – დემოკრატი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი ჯიმ რიში წარადგენენ და ის მიმართული იქნება საქართველოს უმაღლესი დონის პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყნის ევროკავშირისკენ გზისთვის ძირის გამოთხრაში.

პროექტი სახელწოდებით “ქართველი ხალხის კანონი” 23 მაისს იქნება წარდგენილი.
Politico წერს, რომ სენატის კანონპროექტი ითვალისწინებს სამოგზაურო აკრძალვებს და სხვა სანქციებს ქართველი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან “ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ხელის შეშლისშეშლაში” “კორუფციაში , ადამიანის უფლებების დარღვევებში და უცხოური აგენტების კანონის წინ წაწევაში, ან მისი მიღებისთვის ხელშეწყობაში.”

კანონპროექტი ასევე მოითხოვს ამერიკა – საქართველოს სტრატეგიული დიალოგის პერმანენტულ შეჩერებას, რომლის საშუალებითაც ქვეყნები ერთად მუშაობდნენ უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საკითხებზე.
Politico-ს თანახმად, “ქართული ოცნების” ოფიციალური პირების სამიზნეში ამოღების გარდა, ორპარტიული კანონპროექტი, ასევე, მოითხოვს მინიმუმ 50 მილიონი დოლარის გამოყოფას “საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პროექტების მხარდაჭერაზე,” და ქვეყანაში “მავნე უცხოურ გავლენებზე” კვლევების დაწყებაზე.