ამერიკელი სენატორები ბოლოს და ბოლოს შეთანხმდნენ ორპარტიულ კანონპროექტზე 118 მილიარდი დოლარის ოდენობის დამატებითი დაფინანსების შესახებ , რომელიც აერთიანებს სახსრებს უკრაინის, ისრაელის დასახმარებლად და შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვრის გასაძლიერებლად.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს და სთხოვს კონგრესს, არ გადადოს მისი მიღება. პირველადი კენჭისყრა შუა კვირაში ჩატარდება, მაგრამ უკვე ცხადია, რომ კანონპროექტს მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა შეხვდება წარმომადგენელთა პალატაში, სადაც რესპუბლიკელებს უმრავლესობა აქვთ. პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა უკვე განაცხადა, რომ ის კანონპროექტის დაბლოკვის პირობას დებს.
სენატორები შეთანხმებას გასული წლის შემოდგომის შემდეგ ვერ ახერხებენ. მთავარი მიზეზი რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის მექსიკასთან საზღვრის გაძლიერების ღონისძიებებსა და საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით არსებული უთანხმოება იყო. რესპუბლიკელებმა მექსიკასთან საზღვრის გამკაცრება მოითხოვეს და ეს უკრაინის დამატებითი დახმარების განხილვის პირობად აქციეს.
დამატებითი დაფინანსების ჯამური მოცულობა 118 მილიარდ დოლარზე მეტია.
აქედან, $60,06 მილიარდის უკრაინის მხარდასაჭერად უნდა წავიდეს, 14,1 მილიარდის ისრაელის დასახმარებლად, 20,23 მილიარდი დოლარის მექსიკასთან საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, 4,83 მილიარდი აშშ-ის პარტნიორების მხარდასაჭერად ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, 2,44 მილიარდი – აშშ-ის ცენტრალური სარდლობისთვის და 2.44 – წითელ ზღვაში ოპერაციების მხარდასაჭერად.
არალეგალური იმიგრაციის პრობლემები საზღვარზე და არჩევნები
”ამ კანონპროექტის პრიორიტეტები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ არ შეიძლება მათი იგნორირება მოხდეს და მათ პოლიტიკამ ხელი შეუშალოს” – თქვა სენატის უმრავლესობის ლიდერმა, დემოკრატმა ჩაკ შუმერმა განცხადებაში.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა სენატის რესპუბლიკელთა ლიდერმა მიჩ მაკკონელმაც და აღნიშნა, რომ რესპუბლიკელები “უკეთეს გარიგებას ვერ მიიღებენ”.
კანონპროექტს წინააღმდეგობა უფრო კონსერვატიული რესპუბლიკელების მხრიდან ექმნება. ისინი ხელმძღვანელობენ დონალდ ტრამპის პოზიციით, რომელიც დიდი ალბათობით საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი იქნება.
ტრამპმა უკვე განაცხადა, რომ ის ეწინააღმდეგება შემოთავაზებულ სასაზღვრო შეთანხმებას, რომელსაც სენატორები განიხილავდნენ.
სავარაუდო კანდიდატს სურს გამოიყენოს საზღვრის საკითხი ბაიდენის წინააღმდეგ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში და არასაკმარისად მიიჩნევს კანონპროექტში გათვალისწინებულ ზომებს უკანონო იმიგრაციასთან საბრძოლველად.
„ცუდი სასაზღვრო შეთანხმება ბევრად უარესია, სასაზღვრო შეთანხმების საერთოდ არარსებობა“, – წერს ტრამპი თავის გვერდზე Truth Social.
პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა, რომელიც ეს პოსტი ტრამპისადმი ლოიალობის წყალობით დაიკავა, ასევე თქვა, რომ ამჟამინდელი სახით კანონპროექტს, რომელსაც სენატორები ამზადებენ, პალატაში არანაირი შანსი არ აქვს.
შაბათს ჯონსონმა თქვა, რომ მომავალ კვირას გაიმართება კენჭისყრა ისრაელისთვის 17,6 მილიარდი დოლარის დახმარების კანონპროექტზე, უკრაინის დამატებითი თანხის გარეშე.
შემოდგომის შემდეგ კონგრესი ვერ ახერხებს ახალი ბიუჯეტის მიღებას უკრაინის მხარდასაჭერად. ამ ხნის განმავლობაში მანამდე გამოყოფილი თანხები თითქმის ამოიწურა დაკიევისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა .