ამერიკის სენატმა დაბლოკა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კანონპროექტი, რომელიც ითვალისიწინებდა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის სამხედრო დახმარებას.
დოკუმენტი ითვალისწინებდა 106 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით დამატებითი დაფინანსების გამოყოფას, აქედან 61 მილიარდი უკრაინის დახმარებისთვის იყო განკუთვნილი.
100-ადგილიან სენატში კანონპროექტის მისაღებად საჭიროა
კანონპროექტის მიღებისთვის საჭირო იყო 60 სენატორის ხმა, თუმცა კანონპროექტს მხარი მხოლოდ 51-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 49 წავიდა. კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა ყველა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა და დამოუკიდებელმა სენატორმს ბერნი სანდერსმა მისცა.
კანონპროექტის დაბლოკვის მთავარი მიზეზი, გახდა რესპუბლიკელების უთანხმოება დემოკრატებთან მექსიკასთან საზღვრის გაძლიერებისა და საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების თაობაზე.რესპუბლიკელები ამტკიცებენ, რომ უკრაინის ნებისმიერი დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული იმიგრაციის სფეროში ფართომასშტაბიან რეფორმებთან და შტატებში თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან.