აშშ-ს ციხეებმა პატიმრების კორონავირუსზე ტესტირება დაიწყეს. ,,როიტერის” ინფორმაციით, ოთხ ციხეში – არკანზასში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ოჰაიოსა და ვირჯინიაში – 3 277 პატიმარს დაუდასტურდა COVID-19 და მათგან 96%-ს არანაირი სიმპტომები არ აღენიშნებოდა.
მკვლევართა განცხადებით, ასიმპტომურ და ამავე დროს ინფიცირებულ ადამიანებს, შესაძლოა ვირუსის სიმპტომები მოგვიანებით განუვითარდეთ.
ჩრდილოეთ კაროლინის ერთ-ერთ ციხეში ყველა, 723-ვე პატიმარს ჩაუტარეს ტესტი. მათგან 444-ს ვირუსი აღმოაჩნდა და აქედან 98% ასიმპტომური იყო. ციხეში ვირუსისგან ერთი პატიმარი გარდაიცვალა.
ასევე, არკანზასის ორ ციხეში ვირუსი 751 პატიმარს გამოუვლინდა და თითქმის ყველა ასიმპტომური იყო. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ პატიმარს ჩაუტარეს ტესტი.
Reuters-ის ინფორმაციით, 50 სახელმწიფო ციხეთა სისტემაში გამოკითხვა ჩაატარა. გამოცემას 30 მათგანი გამოეხმაურა და გაირკვა, რომ ციხეების დიდი ნაწილი ტესტებს მხოლოდ სიმპტომიან პატიმრებს უტარებს.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით აშშ-ში კორონავირუსის 960 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 54 265 ადამიანი გარდაიცვალა, 118 ათასზე მეტი კი გარდაიცვალა.