41 მომხრე და 6 წინააღმდეგი – შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ( პარლამენტის ქვედა პალატა) საგარეო კომიტეტმა MEGOBARI ACT-ი დაამტკიცა.
აღნიშნულ კანონპროექტს დღეს, თანასპონსორად კიდევ ერთი კონგრესმენი, დემოკრატი ბრედ შერმანი შეემატა. კონგრესმენ ჯო უილიამსის მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს ამჟამად 15 თანასპონსორი ჰყავს.
BREAKING!!!! Congressional Foreign Affairs Committee just passed the MEGOBARI ACT, clearing the way for full House vote in the coming days 🇬🇪🇬🇪🇬🇪 https://t.co/3h7Gl5Ngym
— Alex Raufoglu (@ralakbar) July 11, 2024
რა არის MEGOBARI ACT-ი?
MEGOBARI Act აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება რუსულ კანონზე უარს იტყვის.
MEGOBARI აქტი არის, რესპუბლიკელის კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ დაინიცირებული კანონპროექტი საქართველოსთან საქართველოსთან დაკავშირებით.
კონგრესმენმა ჯო უილსონმა კანონპროექტის სახელწოდება სიმბოლურად შეარჩია. აბრევიატურა შემდეგნაირად იშიფრება: Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act – „ანგარიშვალდებულების, მედეგობისა და დამოუკიდებლობის ასაშენებლად საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი“.
აღნიშნული კანონპროექტით, თუ ს”ქართული ოცნება” ანტიდასავლურ რიტორიკასა და ადამიანის უფლებების დარღვევებს შეწყვეტს, აშშ-მა შესაძლოა საქართველოსთან მნიშვნელოვანი დახმარების პაკეტს მოაწეროს ხელი, რომელიც ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და მოგზაურობის მიმართულებებს შეეხება. კონგრესმენის ინიციატივა, საქართველოს მხრიდან აღნიშნული პოლიტიკური კრიტერიუმების შესრულების შემთხვევაში, „შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის“ დაწესებას ითვალისწინებს, რაც ქართულ ბიზნესებს საკუთარი პროდუქციისა თუ მომსახურების შტატებში გატანას გაუადვილებს. გარდა ამისა, კანონპროექტი ამერიკულ ბაზარზე მოხვედრის გამარტივებასთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის შემოღებასაც ითვალისწინებს.
კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი მიმართულება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებაა.
აქტი აშშ-ის თავდაცვის სექტორის ოფიციალურ პირებს დაავალდებულებს საქართველოსთვის სპეციალური ყოვლისმომცველი სამხედრო დახმარების პაკეტი შეიმუშაონ, რომელიც რუსეთის აგრესიისაგან ტერიტორიული თავდაცვისთვის საჭირო შეიარაღებით, აღჭურვილობით, წვრთნებით, ტექნიკური მხარდაჭერითა თუ ოპერაციების მხარდამჭერი ელემენტებით უზრუნველყოფასა და მომარაგებას გულისხმობს.
აქტის ძირითადი დებულებები:
დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა – აქტი განსაზღვრავს აშშ-ის პოლიტიკას საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. იგი აღიარებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან პროგრესს და ხაზს უსვამს დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობას რეგიონული სტაბილურობისათვის.
მიმართვა დემოკრატიულ უკუსვლას – საქართველოში ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ, აქტი მოითხოვს საქართველოს მთავრობის ქმედებების, რუსეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან მისი კავშირების გაძლიერებულ შესწავლას.
ანგარიშგება და სანქციები – არასათანადო გავლენა და სანქციების თავიდან აცილება: ანგარიშები საქართველოში კორუფციული პრაქტიკის შესახებ, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის ინტერესებს და სანქციების თავიდან აცილებას.
რუსეთის სადაზვერვო აქტივები – საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევისა და ჩინეთის პოტენციური თანამშრომლობის შეფასება.
სანქციები ქართველ პირებზე – იდენტიფიკაცია, სანქციებისა და მოგზაურობის აკრძალვის დაწესება იმ პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში.
დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა – სამუშაო ჯგუფი შექმნილი იქნება საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში, რათა უზრუნველყოს სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესები.
ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და მხარდაჭერა – საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, აქტი ასახავს აშშ-ის შემდგომ დახმარებას:
- მოლაპარაკებები საქართველოსთან უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების დადებაზე;
- გაცვლის გაფართოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება;
- ეკონომიკური პაკეტის შემუშავება;
- უსაფრთხოებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა რუსეთის აგრესიის დასაძლევად.