ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუს თქმით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა, მომავალ კვირას, MEGOBARI აქტს განიხილავს.
“MEGOBARI აქტს, ჯო უილსონისა და სტივ კოენის ინიციატივით წლის დასაწყისში წარდგენილ ინიციატივას, ახლა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა საბოლოო კენჭისყრისთვის მომავალ კვირას განიხილავს. საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს სანქციების დაწესებას იმ ადამიანების მიმართ, ვინც საქართველოს დემოკრატიას ანადგურებს” – წერს რაუფოღლუ