აშშ-მ გაეროს 12 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

აშშ-მ გაეროში 12 რუსი დიპლომატი ეროვნული უსაფრთხოების საფრთხის გამო ქვეყნიდან გააძევა.

გაეროში აშშ-ს მისიამ რუს დიპლომატებს “დაზვერვის ოპერატორები” უწოდა, რომლებიც “ჩართული იყვნენ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ჯაშუშურ საქმიანობაში.

“ეს ქმედება რამდენიმე თვის განმავლობაში მუშავდება“, – თქვა აშშ-ის მისიის სპიკერმა, ოლივია დალტონმა.

გაეროში რუსეთის ელჩმა, ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ გაძევებულ დიპლომატებს ქვეყნის დატოვება 7 მარტამდე სთხოვეს. მანვე აღნიშნა, რუსეთი ამ ნაბიჯს დიპლომატიური პრაქტიკიდან გამომდინარე უპასუხებს.