Flightradar 24 -ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მ შავ ზღვაში RQ-4 Global Hawk (FORTE10) სადაზვერვო დრონი გაუშვა.
RQ-4 Global Hawk იტალიიდან, სიგონელას საჰაერო ბაზიდან დილის 06:00 საათზე აფრინდა და რუმინეთის მიმართულებით გაფრინდა, სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში დაზვერვას აწარმოებდა.
მოგვიანებით აპარატმა შავი ზღვის წყლებზე, საქართველოსაც გადაუფრინა და რუმინეთში დაბრუნდა.
სავარაუდოდ, თვითმფრინავი სიგონელას ბაზაზე კიევის დროით 18:21 საათზე დაბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ 14 მარტს, რუსული სუ-27-ები აშშ-ს საჰაერო ძალების დაზვერვის უპილოტო თვითმფრინავს დაეჯახა. შედეგად, ამერიკული დრონი ჩამოვარდა