“აშშ მზადაა, მხარი დაუჭიროს პარლამენტს შეთანხმების მიზნების მიღწევაში”-ასე ეხმაურება აშშ-ს საელჩო ”ქართული ოცნების” და ოპოზიციის ნაწილის წარმომადგენლების მხრიდან შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერას და აცხადებს, რომ ახლა მნიშვნელოვანია მისი განხორციელებაც.
“აშშ-ის საელჩოს განცხადება 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებითამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება შეთანხმებას, რომელსაც მხარეებმა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ევროკავშირის პრეზიდენტ მიშელის მედიაციის დახმარებით მიაღწიეს. ეს შეთანხმება რთულ კომპრომისებს მოითხოვდა ყველა მხრისგან. უპირველეს ყოვლისა, იგი მოითხოვდა პოლიტიკურ გამბედაობასა და ერთგულებას ქართველი ხალხის მიმართ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის ინტენსიური მუშაობის გასაგრძელებლად.