ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი დაკავებული პირის გათავისუფლებას და თავიანთ ოჯახებში დაბრუნებას – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
„ჩვენ მადლობას მოვახსენებთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს მთავრობას ამ ზომების მისაღწევად შუამავლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის – ასეთი ნაბიჯები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონში მშვიდობიანი მომავლის დამყარებას, რომელსაც მისი მოსახლეობა ნამდვილად იმსახურებს. ამერიკის შეერთებული შტატები სიხარულით უჭერს მხარს ამ ნაბიჯებს და გამოთქვამს იმედს, რომ ამით საფუძველი ჩაეყრება შემდგომ თანამშრომლობას. ჩვენ კვალავაც მოვუწოდებთ ყველა დაკავებულის დაბრუნებისკენ და მზად ვართ, დავეხმაროთ რეგიონის ქვეყნებს მათ ძალისხმევაში, გააგრძელონ თანამშრომლობა და მოაგვარონ გადაუჭრელი საკითები. გარდა ამისა, ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს, დაუბრუნდნენ არსებით მოლაპარაკებებს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთა ეგიდით, რათა განიხილონ კონფლიქტის ამომწურავი პოლიტიკური მოგვარების საკითხი“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.