აშშ–მ ალ ქაიდას ლიდერი, აიმან ალ–ზავაჰირი მოკლა

აშშ–მ ალ ქაიდას 71  წლის ლიდერი, აიმან ალ–ზავაჰირი მოკლა. საქმეში ჩახედული წყაროების ცნობით ის ავღანეთში, დრონის თავდასხმის შედეგად გაანადგურეს.

ამერიკის მთავრობა ჯერჯერობით ამ ფაქტს არ ადასტურებს. პრეზიდენტი ბაიდენი ამ თემაზე ადგილობრივი დროით საღამოს 7:30 ზე ისაუბრებს.

ორშაბათს თეთრმა სახლმა განაცხადა წარმატებული კონტრტერორისტული ოპერაციის შესახებ ავღანეთში.

“შაბათ–კვირას აშშ–მ ჩაატარა მნიშვნელოვანი ანტიტერორისტული ოპერაცია ავღანეთში, რომლის სამიზნე ალ ქაიდა იყო. ოპერაცია წარმატებული აღმოჩნდა და მას სამოქალაქო პირების მსხვერპლი არ მოჰყოლია“– განაცხადა თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.