აშშ–მ ევროპაში სამხედრო ძალების გადასროლა დაიწყო – პენტაგონი

პენტაგონმა დაადასტურა, რომ უკრაინაში შექმნილი სიტუაციის საპასუხოდ ევროპაში ძალების გადასროლა დაიწყო.

აშშ–ს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაახლოებით 800 ჯარისკაცი იტალიიდან ბალტიის რეგიონში გაიგზავნება. გარდა ამისა, ბალტიის რეგიონსა და პოლონეთში გაგზავნიან აპაჩის ტიპის 32 ვერტმფრენს.

სამთავრობო ჩინოვნიკის ცნობით ნატოს აღმოსავლეთ ფრონტზე ასევე გადაისვრიან 8 გამანადგურებელ F-35-ს.