აშშ-მ “ვაგნერის” დაჯგუფება კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და ამერიკული აქტივები გაუყინა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა “ვაგნერის” დაჯგუფება ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მისი ამერიკული აქტივები, რაც რუსეთის სამხედრო ძალების დასახმარებლად გამოიყენებოდა, გაყინა.

გასულ თვეში, ამერიკული მედიის ცნობით, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ “ვაგნერის” დაჯგუფებამ ჩრდილოეთ კორეიდან იარაღი მიიღო, რათა უკრაინაში რუსული ძალების გაძლიერებას დახმარებოდა.