აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის სარაკეტო სისტემების გადაცემა შესთავაზა – Reuters

Reuters-ის ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა თურქეთს უკრაინისთვის რუსული წარმოების სარაკეტო სისტემებს გადაცემა შესთავაზა. როიტერსს ამის შესახებ ინფორმაცია სამმა წყარომ მიაწოდა.

საუბარია შეერთებულმა შტატების მიერ არაოფიციალურ შეთავაზებაზე, რომელიც რუსული წარმოების S-400 სარაკეტო თავდაცვის სისტემებს ეხება.

Reuters-ის ცნობით, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ეს წინადადება გასული თვის განმავლობაში წარადგინეს თურქ კოლეგებთან, მაგრამ ოფიციალური მოთხოვნა არ გაუგზავნიათ.

მათივე ინფორმაციით, ამ შეთავაზებაზე სახელმწიფომ მდივნის მოადგილე ვენდი შერმანმაც ისაუბრა თურქეთში ვიზიტის დროს თურქ კოლეგებთან.

თურქეთის ხელისუფლებას ამ შეთავაზების შესახებ ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.