აშშ-მ რუსეთისთვის დოლარის მიწოდება აკრძალა

აშშ-მ რუსეთისთვის დოლარის მიწოდება აკრძალა – შესაბამის განკარგულებას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოაწერა. აკრძალვა ვრცელდება უცხოელებზე, ვინც ეცდება გვერდი აუაროს ამ შეზღუდვას და იშუამდგომლებს რუსეთისთვის დოლარის ბანკნოტების მიწოდებაში.

„აშშ-ის დოლარის ბანკნოტების ექსპორტი, ხელახალი ექსპორტი, გაყიდვები ან მიწოდება პირდაპირ ან არაპირდაპირ აშშ-დან ან ამერიკის მოქალაქისგან, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ის, რუსეთის ფედერაციის ან ნებისმიერი რუსეთის მოქალაქისთვის იკრძალება.“ – წერია პრეზიდენტის განკარგულებაში.