აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა

აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა. შტატებმა დაანსაქცირა სუბიექტები და ფიზიკური პირები, რომლებიც მონაწილეობენ შეერთებული შტატებისა და მისი საერთაშორისო პარტნიორების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების თავიდან აცილების მცდელობებში.

სანქციები შეეხო რუსული კომერციული ბანკ Transkapitalbank-სა და 40-ზე მეტი ფიზიკურ პირსა და სუბიექტს, რომელსაც, აშშ-ს ცნობით, ხელმძღვანელობს რუსი ოლიგარქი კონსტანტინე მალოფეევი და მათი ძირითადი მისიაა, ხელი შეუწყონ რუსული სუბიექტებისთვის სანქციების თავიდან აცილებას.

გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტი აწესებს სავიზო შეზღუდვებს რუსეთის 635 მოქალაქეზე, რომლებიც ჩართული არიან რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ განსხვავებული აზრის ჩახშობაში, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნიან და ადამიანის უფლებების არღვევენ, მათ შორის, დონბასის ტერიტორიაზე.

აშშ-ს ცნობით, ტრანსკაპიტალბანკის დასანქცირების მიზეზი ის არის, რომ მისმა წარმომადგენლებმა შესთავაზეს მომსახურება რამდენიმე ბანკს აზიაში, მათ შორის ჩინეთსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში და შესთავაზეს საერთაშორისო სანქციების თავიდან აცილების ვარიანტები.

“სანქციებიდან გამომდინარე შეზღუდვების თავიდან აცილების მიზნით, TKB-მ თავის კლიენტებს შესთავაზა ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობა მის ინტერნეტზე დაფუძნებული საბანკო სისტემის მეშვეობით, რომელიც ცნობილია როგორც TKB Business, SWIFT-ის ალტერნატიული საკომუნიკაციო ქსელი”,– წერია განცხადებაში.