შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ოთხ ყირგიზულ კომპანიას, რომლებიც ვაშინგტონის თქმით, მონაწილეობდნენ რუსეთის მცდელობებში, გვერდი აევლო უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით დაწესებული სანქციებისთვის. მანამდე ყირგიზეთის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებდა სანქცირებული საქონლის რუსეთში რეექსპორტის თავიდან ასაცილებლად.
„უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ყირგიზეთის რესპუბლიკაში მდებარე საწარმოები ხშირად ახორციელებენ კონტროლირებადი ელექტრონული კომპონენტების და სხვა ტექნოლოგიების ექსპორტს რუსეთში. ზოგიერთი მიწოდება მოიცავდა ორმაგი დანიშნულების მგრძნობიარე ნივთებს რუსეთის თავდაცვის სექტორისთვის“, – აცხადებენ აშშ-ს ხაზინაში.
აშშ–ს ამ განზრახვის შესახებ ჯერ კიდევ გადაწყვეტილების ოფიციალურად გამოცხადებამდე წერდა ამერიკული გამოცემა ვაშინგტონ პოსტი. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ორმა ოფიციალურმა პირმა გამოცემას ანონიმურობის პირობით განუცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნა ბიშკეკში ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების მიერ რამდენიმე თვის “უნაყოფო ვიზიტების” შემდეგ.
ვრცლად ვაშინგტონ პოსტის მასალა ნახეთ აქ