აშშ-მ საქართველოს თავდაცვის ძალებს 11.5 მილიონი დოლარის აღჭურვილობა გადასცა

აშშ-მ საქართველოს თავდაცვის ძალებს 11.5 მილიონი დოლარის აღჭურვილობა გადასცა – შესაბამის ინფორმაციას,  საქართველოში, აშშ-ს საელჩო ავრცელებს.

”დღეს საქართველოს თავდაცვის ძალებს მათი შესაძლებლობების გასაძლიერებლად 26 ტონა უსაფრთხოების დახმარება გადავეცით. ეს 11.5 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა ერთ-ერთი გზაა, რომლითაც ამერიკის მთავრობა მხარს უჭერს თავის სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოს.” – ნათქვამია განცხადებაში.