შეერთებულმა შტატებმა, საქართველოდან მცირე ზომის საფოსტო გზავნილები შეაჩერა – აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა “ბათუმელები” საქართველოს ფოსტაზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებულ ინფორმაციას, „საქართველოს ფოსტაში” ადასტურებენ, თუმცა ამის მიზეზი, როგორც თვითონ ამბობენ, ამ დროისთვის უცნობია.
„შეფერხება ჰქონდა ამერიკას, წერილის და მცირე პაკეტის. არც ამ ეტაპზე იგზავნება მცირე გზავნილები. სამწუხაროდ, ვერ გეტყვით რა არის მიზეზი. ამერიკას აქვს ეს შეზღუდვა გაკეთებული დროებით“, – აცხადებენ ”საქართველოს ფოსტაში”