ბლინკენმა გააფრთხილა ჩინეთის დიპლომატიის მეთაური შედეგების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ პეკინი რუსეთს დაეხმარება.შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ჩინეთის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ვანგ იიმ მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე შეხვედრა გამართეს.
ბლინკენმა გააფრთხილა ვანგ ი, რომ ჩინეთის ხელისუფლებისთვისს სერიოზული შედეგები მოჰყვება, თუ ისინი გადაწყვეტენ დაეხმარონ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში ან დაეხმარონ მოსკოვს სანქციების თავიდან აცილებაში, განაცხადა აშშ-ს საგარეო უწყებამ.
ტელეკომპანია NBC მიცემულ ინტერვიუში ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მთავარი საზრუნავი არის ჩინეთის შესაძლო განზრახვა, რუსეთს ლოგისტიკური დახმარება გაუწიოს ომში.
2023 წლის დასაწყისამდე ვანგ ი იყო ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ახლა კი ხელმძღვანელობს ჩინეთის კომუნისტური პარტიის საგარეო საქმეთა კომისიის ოფისს. ეს ორგანო პასუხისმგებელია ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე ზედამხედველობაზე.
როგორც NBC საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ჩინეთმა შესაძლოა არალეტალური სამხედრო დახმარება გაუწიოს რუსეთს უკრაინის ომისთვის, მათი თქმით, ვაშინგტონი შეშფოთებულია, რომ პეკინი განიხილავს ლეტალური იარაღის გაგზავნის შესაძლებლობას.
NBC-ის წყაროები აცხადებენ, რომ ჩინეთი შესაძლოა უკვე აწვდის “აღჭურვილობას რუსეთის საგაზაფხულო შეტევისთვის” უკრაინაში – სამხედრო ფორმებს ან თუნდაც ტყვიაგაუმტარ ჟილეტებს.
“ჩვენ ნათლად განვაცხადეთ ჩვენი შეშფოთება ლეტალური დახმარების შესახებ. ჩვენ ჯერ არ გვინახავს, რომ ისინი ამ ხაზს კვეთენ, მაგრამ არ ვფიქრობთ, რომ მათ ეს დღის წესრიგიდან მოხსნეს”, – თქვა წყარომ.
შაბათს მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და თქვა, რომ ჩინეთი ომის დაწყების შემდეგ რუსეთთან დაახლოვდა. თავის მხრივ, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრმა, ვანგ იიმ, რომელსაც ბლინკენი შეხვდა, კონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩინეთი წარადგენს დოკუმენტს, სადაც ასახავს თავის პოზიციას „უკრაინის საკითხის პოლიტიკურ მოგვარებასთან დაკავშირებით. ”
ერთის მხრივ, პეკინი ამტკიცებს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის აუცილებლობას, მეორეს მხრივ კი მოითხოვს „სერიოზულად მიიღონ უსაფრთხოების შესახებ ლეგიტიმური შეშფოთება“.