აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ხუთ ადამიანს, მათ შორის, ყოფილ ევროკომისარს აშშ-ში შესვლა აუკრძალა. მიზეზად მათ მიერ საპირისპირო შეხედულებების ჩახშობის მიზნით, ამერიკული სოციალური მედიის პლატფორმების “იძულების” მცდელობა სახელდება.
“აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი გადამწყვეტ ზომებს იღებს ხუთი პირის წინააღმდეგ, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ორგანიზებულ ძალისხმევას, ამერიკული ონლაინ პლატფორმების იძულების მიზნით, რათა მოეხდინათ მოწინააღმდეგე შეხედულებების ცენზურა, დემონეტიზაცია და ჩახშობა.ამ რადიკალურმა აქტივისტებმა და იარაღად ქცეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელი შეუწყვეს უცხო ქვეყნების მიერ განხორციელებულ ცენზურის გამკაცრებას – თითოეულ შემთხვევაში, სამიზნედ იქცნენ ამერიკელი გამომსვლელები და ამერიკული კომპანიები. შესაბამისად, მე დავადგინე, რომ აშშ-ში მათ შესვლას, ყოფნას ან საქმიანობას ქვეყნისთვის პოტენციურად სერიოზული უარყოფითი საგარეო პოლიტიკური შედეგები მოჰყვება”. – წერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო განცხადებაში.
მედიის ცნობით, სანქცირებულთაგან ერთ-ერთი ტიერი ბრეტონია, რომელმაც მანამდე Meta-ს დამფუძნებელ მარკ ცუნკერბერგს და X-ის მფლობელ ილონ მასკს მოუწოდა, გაეაქტიურებინათ ბრძოლა ისრაელ–ჰამასის ომის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან.















