აშშ-მ კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობით იტალიას გადაასწრო და ლეტალური შემთხვევებით მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა. ამერიკაში ამ დროისთვის 20 580 ადამიანია დაღუპული, ხოლო იტალიაში – 19 468.
აშშ ასევე პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, სადაც კორონავირუსით ერთი დღე-ღამის განმავლობაში 2 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევებს, აშშ-ში 533 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი, მათგან 30 502 განიკურნა, 20 580 კი გარდაიცვალა. კრიტიკულ მდგომარეობაშია 11 ათასზე მეტი ადამიანი.