აშშ რუსეთთან დაკავშირებულ გემებს პორტებში შესვლას უკრძალავს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ აკრძალავს რუსეთთან დაკავშირებული გემების შესვლას ამერიკულ პორტებში მოსკოვის შემდგომი იზოლირების მიზნით უკრაინაში მისი შეჭრის ფონზე.

„არცერთ გემს, რომელიც დაცურავდა რუსეთის დროშის ქვეშ, ან რომელიც ეკუთვნის ან მართულია რუსეთის ინტერესებით, არ მიეცემა აშშ-ის პორტებში ან ჩვენს სანაპიროებზე შემოსვლის ნება”,– თქვა ბაიდენმა თეთრ სახლში.

მისი თქმით, ეს იყო „კიდევ ერთი კრიტიკლი ნაბიჯი“, რომელსაც აშშ დგამს თავის მოკავშირეებთან ერთად.