აშშ–ს იუსტიციის სამინისტრომ კონგრესს მიმართა თხოვნით, დააკანონოს რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინისთვის გადაცემა. ეს არის ერთგვარი პასუხი რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოცხადებულ “რეფერენდუმებზე“.
რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხებზე მინისტრების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ენდრიუ ადამსმა სენტის საბაკნო, საყოფაცხოვრებო და საქალაქო საქმეების კომიტეტის მოსმენაზე განაცხადა. მისი თქმით, ქონება და ფული ზარალის ანაზღაურებაზე დაიხარჯება, რასაც უკრაინა მის ტერიტორიებზე ფართომაშტაბიანი ომის გაჩაღების შესახებ იღებს.
“ასეთი წინადადება იუსტიციის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს და სახელმწიფო დეპარტამენტს საშუალებას მისცემდა ერთობლივი სამუშაო ააწყონ აშშ–ს მთავრობის მიერ კონფისკირებული სახსრების უკრაინისთვის გადასაცემად“–თქვა ადამსმა.
ამავე დროს დასძინა, რომ პროცესი განბლოკვა მოითხოვს მრავალ ნორმატიულ აქტში შესწორების შეტანას, რომლებიც კონფისკირებული ფონდების გამოყენებას არეგულირებს.
აშშ–მ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთის აქტივები დაბლოკა, მინიმუმ 300 მილიარდი დოლარის ღირებულებით.