აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსულ კანონზე პასუხისმგებელი პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას, და მათი ოჯახის წევრებისთვის სავიზო შეზღუდვებს აწესებს.
ენტონი ბლინკენის განცხადებას სრულად გთავაზობთ:
“ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” შეიმუშავა და მიიღო “უცხოური გავლენის” კანონი, რომელიც ჩაახშობს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, სტიგმატიზებას მოახდენს ორგანიზაციების, რომლებიც ემსახურებიან საქართველოს მოქალაქეებს და ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ იმისთვის, რომ ქართველებს მაღალი ხარისხის ინფორმაციაზე ჰქონდეთ წვდომა. მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებმა კანონის წინააღმდეგ ხმა აიმაღლეს, ვნახეთ მშვიდობიანი თავისუფალი აზრის ჩასახშობად დაშინებისა და ძალადობის აშკარა ნიშნები ვნახეთ. როგორც “ეროვნული უსაფრთხოების კანონი”, ასევე რეპრესიული ტაქტიკა, რომელიც გამოიყენება ლეგიტიმური უთანხმოების ჩასახშობად, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რისი ქონის უფლებაც აქვს ქართველ ხალხს და ეწინააღმდეგება საქართველოს გრძელვადიან მიზანს – ასახულს მის კონსტიტუციაში – ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და სტრატეგიულ პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან.
ამ ქმედებების საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტი იღებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შეზღუდვაზე ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით.
საქართველოს დემოკრატიის მიმართ აშშ-ს მხარდაჭერა განგრძობითი და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის ფუნდამენტურია. ნებისმიერს, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში – მათ შორის, საქართველოს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ, მიმდინარეობისას და შემდეგ – ამ პოლიტიკის მიხედვით, შეიძლება არ აღმოაჩნდეს აშშ-ს ვიზების მიღებისა და შეერთებულ შტატებში გამგზავრების უფლება. შეზღუდვები შესაძლოა გავრცელდეს ამ პირების უშუალო ოჯახის წევრებზეც.
დღესვე ვიწყებ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და გადადგამენ ნაბიჯებს მათი ერის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გადახედვისას, გავითვალისწინებთ საქართველოს ქმედებებს ჩვენი გადაწყვეტილების მიღებისას.
სავიზო შეზღუდვის ეს პოლიტიკა ემორჩილება იმიგრაციისა და ეროვნული აქტის 212 (a)(3)(C) პუნქტს და საშუალებას აძლევს სახელმწიფო დეპარტამენტს განახორციელოს სავიზო შეზღუდვები ფიზიკური პირების მიმართ, იქნებიან ისინი ამჟამინდელი თუ ყოფილი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო აქტორები, რომლებც პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, მათ შორის, ძალადობის, ძალის ან იძულების გამოყენებით, რათა ხელი შეეშალოს სამოქალაქო ან პოლიტიკური უფლებების განხორციელებას, ისევე, როგორც მსგავსი პირების ოჯახების წევრების მიმართ“. – წერია ბლინკენის განცხადებაში.