შეერთებულმა შტატები საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი უკრაინაში ომისა და რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ თვითნებური დაპატიმრების ან შევიწროების რისკის გამო.
აღნიშნულ განცხადებას რუსეთში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
“აშშ-ის მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ რუსეთში, დაუყოვნებლივ უნდა წავიდნენ. გამოიჩინეთ გაზრდილი სიფრთხილე უკანონო დაკავების რისკის გამო”. – ნათქვამია განცხადებაში.