აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, სასწრაფოდ დატოვონ რუსეთი

შეერთებულმა შტატები საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი უკრაინაში ომისა და რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ თვითნებური დაპატიმრების ან შევიწროების რისკის გამო.

აღნიშნულ განცხადებას რუსეთში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

“აშშ-ის მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ რუსეთში, დაუყოვნებლივ უნდა წავიდნენ. გამოიჩინეთ გაზრდილი სიფრთხილე უკანონო დაკავების რისკის გამო”. – ნათქვამია განცხადებაში.