აშშ საქართველოს $88 მილიონს გამოუყოფს

2022 წელს აშშ საქართველოს 88 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფას გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო ბიუჯეტის დოკუმენტშია ნათქვამი.  როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, აშშ ეს დახმარება მხარს დაუჭერს საქართველოს დემოკრატიზაციას, ეკონომიკურ განვითარებას, ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასა და გაზრდის მედეგობას კრემლის მოქმედებების წინააღმდეგ.

“ხელს შეუწყობს საქართველოს დემოკრატიზაციას, ეკონომიკურ განვითარებას, ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და გააძლიერებს მის მედეგობას კრემლის დამანგრეველი გავლენის წინააღმდეგ. ეს დაფინანსება დაეხმარება საქართველოს ინსტიტუციურ გაძლიერებას და დაბალანსებას და გააძლიერებს კანონის უზენაესობას; კიდევ უფრო განავითარებს სამოქალაქო საზოგადოებას; გააუმჯობესებს წვდომას დამოუკიდებელ, დაბალანსებულ და სანდო მედიაზე; წაახალისებს პოლიტიკურ პლურალიზმს; ხელს შეუწყობს შერიგების მცდელობას, აფხაზეთის ჩათვლით; გაზრდის ენერგოუსაფრთხოებას; წაახალისებს რეფორმებს, რომელიც აუცილებელია შიდა ეკონომიკური განვითარებისთვის; გააძლიერებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა და სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობას და მიიზიდავს უცხოურ ინვესტიციებს”. – აღნიშნულია დოკუმენტში.