“ვფიქრობ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ძალიან კარგად აღწერა სიტუაცია საქართველოში, როდესაც პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ორგანიზებულ სამიტზე სიტყვით გამოვიდა. მან მოუწოდა ინკლუზიური მართვისკენ, პოლარიზაციის შემცირებისკენ და ასევე დიალოგისკენ, რომელიც დაიწყებს გამთლიანების პროცესს. ამერიკის შეერთებული შტატები სიამოვნებით დაუჭერს მხარს ქართული ოცნების ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს ამ გამთლიანების პროცესის დაწყებას და პოლარიზაციის დასრულებას, რომელიც ამ ქვეყანას ორად ჰყოფს. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს არჩეულმა ლიდერებმა პარლამენტში იმუშაონ. ამის გარეშე ქვეყანაში იქმნება ისეთი სიტუაცია, რომლისგანაც სარგებელს მხოლოდ რუსეთი იღებს. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი გამოიყენებს ამ შანსს და შეამცირებს პოლარიზაციას, რომელიც ქვეყანას ამდენი ხანია ზიანს აყენებს”
ამბობს აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი.