აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს და დაღუპულების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ბრიფინგზე ისაუბრა.
“კავკასიის რეგიონში, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან განვითარებული მოვლენების გამო აშშ შეშფოთებას გამოთქვამს. ასევე, მწუხარებას გამოვთქვამთ ყველა დაღუპულის გამო. ჩვენ მხარეებს დეესკალაციისკენ, დიალოგისკენ და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ”,– აცხადებს პომპეო.
.@SecPompeo discusses the United States' deep concerns about recent deadly violence along the Armenia-Azerbaijan international border and offers condolences to the victims. pic.twitter.com/V9mTzUX9KK
— Department of State (@StateDept) July 15, 2020
ცნობისთვის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება კვირას, 12 ივლისს ტავუშისა და ტოვუზის რეგიონებს შორის მდებარე საზღვართან დაიწყო. ქვეყნები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
შეტაკებები მეოთხე დღეა გრძელდება. გუშინ 7 აზერბაიჯანელი სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა. სომხეთის მხარეს – ორი სომეხი სამხედრო.
აზერბაიჯანის მხარეს დაღუპულებს შორის ერთი გენერალ-მაიორი, ერთი კი პოლკოვნიკია. ორი დღეა აზერბაიჯანში სომხეთთან ომის დაწყებას ითხოვენ. დემონსტრანტები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ, ასევე, დააზიანის პოლიციის მანქანები.
სამართლდამცველებმა მოსახლეობის წინააღმდეგ წყლის ჭავლი და რეზინის ხელკეტები გამოიყენეს. დაკავებულია აქციის ათობით მონაწილე. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას თოუზის რეგიონში სომხეთის მხრიდან განხორციელებულ თავდასხმაზე შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებდნენ.