აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რომელსაც პოლიტიკური ელიტის რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია – “რადიო თავისუფლების” წყარო

“რადიო თავისუფლების” ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალისტს MEGOBARI Act-ზე მომუშავე გუნდის წევრი ანონიმურობის პირობით ეუბნება, რომ  ამერიკის შეერთებული შტატები ფლობს ინფორმაციას, რომელსაც “ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია”.

წყარო ყვება რომ “ქართულ პოლიტიკურ ელიტაში რუსი აგენტების გამოაკშარავება, ისევე როგორც ჩინეთის გავლენის შემთხვევების გამოვლენა, საფუძველს გამოაცლის ქართული ოცნების ნარატივს, რომ თითქოს ის “უცხოური აგენტების” კანონპროექტით ქვეყნის სუვერენიტეტს იცავს”.

“ქართულ პოლიტიკურ ელიტაში, რუსი აგენტების გამოაშკარავება ისევე როგორც ჩინეთის გავლენის შემთხვევების გამოვლენა, საფუძველს გამოაცლის „ქართული ოცნების“ ნარატივს, რომლის თანახმად, ის ქვეყნის სუვერენიტეტს იცავს „უცხოური აგენტების“ კანონპროექტით”.

წყარო რადიო თავისუფლების კორესპონდენტს ვაშინგტონში, ეუბნება, რომ შეერთებული შტატები ფლობს ინფორმაციას, რომელსაც “ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელების რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია” – წერია სტატიაში.

წყარო ამბობს, რომ აშშ-ის სანქციები ცალკეულ ადამიანებსა და მათ მიერ კონტროლირებად კომპანიებს უკრძალავს აშშ-ის მოქალაქეებთან საქმის დაჭერას და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ამ ადამიანებსა და მათ კომპანიებს უკრძალავს, აწარმოონ ფინანსური ოპერაციები ამერიკულ დოლარში – ყველაზე ფართო სარგებლობის ვალუტაში.

წყაროს თქმით, სანქციები მტკივნეული შეიძლება აღმოჩნდეს, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკაში დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელია და საბანკო კრედიტები და დეპოზიტები დოლარშია გაცემული.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს წახალისებებს, მათ შორის სავაჭრო შეზღუდვების შემცირებას, გამარტივებულ სავიზო რეჟიმსა და ეკონომიკურ მხარდაჭერას.