აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსნებმა კონგრესში მოსმენის დროს განაცხადეს, რომ წარუმატებლობის მიუხედავად, პუტინი ეცდება, უფრო სასტიკი ტაქტიკა გამოიყენოს მიზნების მისაღწევად.
ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ჰეინსმა თქვა, რომ მოსკოვმა ვერ შეაფასა უკრაინის წინააღმდეგობის ძალა და შიდა სამხედრო გამოწვევების ხარისხი, რომელიც მოიცავს არასწორად შემუშავებულ გეგმას, მორალურ და მნიშვნელოვან ლოგისტიკურ საკითხებს.
სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ არ არიან დარწმუნებულნი, რამდენად რაციონალურად უყურებს პუტინი სიტუაციას. მოსმენაზე ჰეინსმა თქვა, რომ პუტინი აპირებს, გააძლიეროს თავისი კამპანია, მიუხედავად მისი სამხედრო-ლოჯისტიკური პრობლემებისა.
“შესაძლოა ესკალაცია მოხდეს, არსებითად გაორმაგდეს ესაკალაცია უკრაინის განიარაღების, ნეიტრალიტეტის მისაღწევად, რათა თავიდან აიცილოს მისი შემდგომი ინტეგრაცია აშშ-სა და ნატოში”,– დაამატა მან.
CIA-ის უფროსი, უილიამ ბერნსი “საშინელ მომავალ რამდენიმე კვირას” ელის. „ვფიქრობ, პუტინი ახლა გაბრაზებული და იმედგაცრუებულია”,– ამბობს ის.
თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი, გენერალ-ლეიტენანტი სკოტ ბერიერი ვარაუდობს, რომ ალყაში მოქცევის პირობებში კიევს შეუძლია 10 დღიდან ორ კვირამდე გაძლოს.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ომი 24 თებერვალს, გამთენიისას დაიწყო.