შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი, უკრაინაში მყოფ აშშ-ს მოქალაქეებს დაუყოვნებლივ ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
“ჩვენ არ ვამბობთ, რომ გადაწყვეტილება მიღებულია. ნათლად ვერ ვიტყვი, თუმცა, შესაძლოა ოლიმპიადის მიმდინარეობის დროს დაიწყოს რუსეთის უკრაინაში შეჭრა, მიუხედავად ბევრი სპეკულაციისა, რომ ოლიმპიადის შემდეგ დაიწყებენ. ნებისმიერმა ამერიკელმა, მომდევნო 24 ან 48 საათში, უკრაინა ყველა შესაძლო გზით უნდა დატოვოს. თუ დარჩებით, თქვენ დადგებით რისკის წინაშე და არ გექნებათ არანაირი გარანტია, რომ რაიმე სხვა გზა გექნებათ უკრაინის დასატოვებლად” – თქვა ჯეიკ სალივანმა.
ანალიტიკოსი, ზურა ბატიაშვილი აცხადებს, რუსეთის მიერ, უკრაინის საზღვრებთან უფრო მეტ ჯარს მოუყარა თავი რაც იმის მანიშნებელია რომ რუსეთმა ფაქტობრივად დაასრულა სამხედრო სამზაადისი და ახლა შესაძლოა რუსეთი ნებისმიერ წუთს შეიჭრას უკრაინაში. ბატიაშვილის თქმით, დასავლეთმა ეს იცის და სწორედ ამიტომ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს დატოვონ უკრაინა.
ხვალ, 12 თებერვალს, შეერთებული შტატების პრეზიდენტ, ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართება, ანალიტიკოსის თქმით აღნიშნული საუბარი იქნება დასავლეთის ბოლო გაფრთხილება რუსეთის მიმართ ხოლო ამის შემდეგ ყველაფერს მხოლოდ ერთი ადამიანი, ვლადიმერ პუტინი გადაწყვეტს. ბატიაშვილი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინმა გამოუვალ სიტუაციაში თავი, თავად ჩაიყენა რადგან, ახლა ან უკრაინაში შეიჭრება და ეკონომიკის ჩამოქცევა დაემუქრება ან არ შეიჭრება და სახეს დაკარგავს.