აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში ოთხი მიზანი აქვს. ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა პატრიკ რაიდერმა რეგიონში ვითარების კომენტირებისას ისაუბრა:
- რეგიონში ამერიკული ჯარებისა და მოქალაქეების დაცვა.
- ისრაელისთვის უსაფრთხოების კრიტიკული დახმარების ნაკადის უზრუნველყოფა, რათა დაიცვას იგი ჰამასის შემდგომი ტერორისტული თავდასხმებისგან.
- ისრაელელებთან კოორდინაცია, რათა დაეხმაროს მათ ჰამასის მიერ დაკავებული მძევლების, მათ შორის ამერიკის მოქალაქეების გათავისუფლებაში.
- რეგიონში ძალის პოზიციის გაძლიერება, რათა შეაჩეროს ნებისმიერი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო აქტორი ღაზას ფარგლებს გარეთ კრიზისის ესკალაციისგან.