ამერიკის 46-ე პრეზიდენტი დემოკრატი ჯო ბაიდენი გახდა. მან საარჩევნო კოლეგიის 273 ხმა მოაგროვა. ის ინაუგურაციის დღეს, ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანში შესული პრეზიდენტი იქნება. ჯო ბაიდენი 77 წლისაა.
ხმების დათვლის ხანგრძლივ პროცესში ჯო ბაიდენმა საბოლოო უპირატესობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც პენსილვანიის შტატის მხარდაჭერა მიიღო, რომელსაც ამომრჩეველთა კოლეგიაში 20 ხმა აქვს.
ბაიდენის მიერ მიღებული ამომრჩეველთა კოლეგიის 273 ხმა აქვს გამარჯვებისთვის საკმარისია.