ქართული ოცნების ერთ–ერთი ლიდერისთვის, მამუკა მდინარაძისთვის ადამ კინზინგერის პოზიცია ნიკა მელიასთან დაკავშირებით გასაკვირია.
მდინარაძის თქმით, ტრამპს იმის მეასედიც არ გაუკეთებია, რაც ნიკა მელიამ გააკეთა.
“რაც შეეხება კინზინგერს, ჩვენი პოზიცია და მისი პოზიცია ნამდვილად არ ემთხვევა ერთმანეთს და ამიტომ მისი კრიტიკის ობიექტებიც გავხდით. თუმცა, ნამდვილად გასაკვირია ის ფაქტი, რომ როდესაც მისი პოზიცია აბსოლუტურად განსხვავებული იყო თავის ქვეყანაში, როდესაც ის აკრიტიკებდა და მხარს უჭერდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის იმპიჩმენტს, მაშინ როდესაც აშშ-ს პრეზიდენტს მეასედიც არ გაუკეთებია იმისა, რაც გააკეთა საქართველოში ნიკა მელიამ”, — განაცხადა მდინარაძემ.