ენმ–ს ლიდერის, სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი იმ შესწორებით, რომელიც საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15 %-ის გაყინვას გულისხმობს.
“კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტმა ფინანსური სანქცია დაამტკიცა, რომელიც ზალკალიანის განცხადებით არ არსებული დოკუმენტი იყო, და ემზარ კვიციანის მიერ დაწერილ ცვლილებას შეადარეს ქართული ოცნების დეპუტატებმა”, – წერს სამადაშვილი.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საბიუჯეტო კომიტეტის მიერ შეტანილ დოკუმენტს განმარტება დაერთო. კომიტეტის თავმჯდომარის, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლის, ნიტა ლოუის მიერ მომზადებულ დოკუმენტში საუბარია საქართველოსათვის გამოყოფილ დახმარებაზე და ასევე ამ დახმრების 15%-ის შეჩერებაზე, რაც დამოკიდებული იქნება საქართველოში გატარებულ რეფორმებზე.
აშშ-ს კონგრესში 2021 წლის საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონია წარდგენილი. კანონში ნათქვამია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა ასევე გაწერილია დახმარების მიღების წინაპირობებიც. კონკრეტულად კი ნათქვამია, რომ ამ თანხის 15%-ის საქართველოსთვის გადაცემა, შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, სანამ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი არ გადაწყვეტს, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს კორუფციასთან ბრძოლის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კერძო სექტორში კანონის უზენაესობისა და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვის კუთხით.