შეერთებული შტატების სადაზვერვოს ინფორმაციით, რუსეთი მაისის შუა რიცხვები ლუგანსკისა და დონეცკის ანექსიას ეცდება. ამის შესახებ ეუთოში აშშ-ის ელჩმა მაიკლ კარპენტერმა განაცხადა.
“ანგარიშებში ნათქვამია, რომ რუსეთს აქვს გეგმები, რომ რეფერენდუმი რუსეთთან შეერთების შესახებ მაისის შუა რიცხვებში ჩაატაროს. მოსკოვი მსგავს გეგმას ხერსონთან დაკავშირებითაც განიხილავს”- თქვა მან.
კარპენტერის თქმით, რუსეთი გეგმავს, რომ ხერსონი ე.წ. სახალხო რესპუბლიკად შექმნას რომელიც ასევე ანექსირებული იქნება.