აშშ-ს საელჩოს განცხადება ცესკოზე არ შემიძლია შევაფასო, როგორც სამართლიანი – კობახიძე

“აშშ-ს საელჩოს განცხადება ცესკოზე არ შემიძლია შევაფასო, როგორც სამართლიანი”- ასე ეხმაურება, ქართული ოცნების თავჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ს საელჩოს განცხადებას,  პარლამენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით.

“მემგონი ეს არ არის სწორი შეფასება. იმ კანონპროექტს, რომელიც ჩვენ დავაინიცირეთ და რომელსაც ჩვენ ვიღებთ არ აქვს ალტერნატივა. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანას სჭირდება გამართულად მომუშავე ცენტრალური საარჩევნო კომისია. საარჩევნო ადმინისტრაციამ, ცესკოს თავჯდომარის ხელმძღვანელობით დაამტკიცა, რომ მას შეუძლია სათანადოდ გაუძღვეს საარჩევნო პროცესებს და თქვენ ნახეთ, რომ აბსოლუტურად უპრობლემოდ ჩაატარა არჩევნები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და მთლიანად ადმინისტრაციამ, რაც არის ცესკოს თავჯდომარის დამსახურება და ცესკოს თითოეული წევრის დამსახურება. ამის გათვალისწინებით, ბუნებრივია ეს შეფასება არ შემიძლია შევაფასო, როგორც საამრთლიანი.” –  განაცხადა კობახიძემ.