“აშშ-ს საელჩოს განცხადებით ოპოზიციას ცივი წყალი გადაესხა ” – ამის შესახებ, ჟურნალისტებთან პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
“აშშ-ს საელჩოს განცხადება ძალიან სწორი განცხადებაა – ზუსტად ის განცხადებაა, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით.2012 წლამდეც, იმის მიუხედავად, რომ მაშინ უმძიმესი რეჟიმი იყო – მათ შორის სასამართლოში – აშშ-ი სასამართლო სისტემას მხარს უჭერდა და მხარდაჭერა დღესაც გრძელდება იმ ვითარებაში, როცა სასამართლო მთლიანად რეფორმირებულია.რასაც ჩვენ ვამბობდით, აშშ-ს საელჩოს განცხადებამ დაადასტურა და ამით ცივი წყალი გადაესხა ოპოზიციის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ თითქოს აშშ-ს საელჩო დანაშაულს ჩადიოდა, იბარებდა მოსამართლეს, ახორციელებდა მოსამართლესა და სასამართლოზე ზეწოლას და ცდილობდა არაფორმალურ მმართველობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.