აშშ-ს საელჩო კიევიდან ლვოვში გადააქვს

ამერიკის შეერთებულ შტატებს საელჩო კიევიდან ლვოვში გადააქვს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ეს ნაბიჯი უკრაინის საზღვარზე რუსული ძალების თავმოყრის “დრამატული ზრდით” არის განპირობებული.

ლვოვში გააგრძელებენ მუშაობას გერმანიის, ნიდერლანდების, ავსტრალიისა და კანადის დიპლომატები.

ბლინკენმა კვლავ მოუწოდა აშშ-ს მოქალაქეებს, დატოვონ უკრაინა.

14 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მათ აწვდიან ინფორმაციებს, რომ რუსეთი უკრაინაში 16 თებერვალს შეიჭრება. პრეზიდენტის თქმით, ინტერვენციას ერთობით უპასუხებენ.