აშშ–ს ხელისუფლება Covid19-ის გავრცელებაზე პასუხისმგებლობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აკისრებს. სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით ორგანიზაციამ არ შეასრულა თავისი ამოცანა მსოფლიო გლობალური პანდემიისგან დაეცვა.
აშშ–ში ამ დროისთვის ახალი კორონავიურსით დაინფიცირების მილიონამდე შემთხვევაა დარეგისტრირებული 50 000–ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ზოგიერთ შტატში დაავადების გავრცელების შენელების ფონზე ხელისუფლებამ საკარანტინო ზომების შემსუბუქება დააანონსა. მაგალითად, ჯორჯიაში სანიტარული წესების დაცვის პირობებში მუშაობის უფლება მისცეს კერძო საწარმოებს, მათ შორის სპორდარბაზებს, ბარებს და კინოთეატრებს.
“ჩვენ ვხსნით ქვეყანას. ეს საოცარი სანახაობაა. არსებობს ბევრი ნიჭიერი ადამიანი, გუბერნატორებიდან დაწყებული ჩვეულებრივი მოქალაქეებით დამთავრებული, რომლებიც უბრალოდ დგანან და გვეხმარებიან ამ კარის გაღებაში“– თქვა ტრამპმა.
ამერიკის ცოტა ხანში გახსნის განზრახვის, ანუ პანდემიის გამო შემოღებული შეზღუდვების გაუქმების შესახებ ტრამპმა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ განაცხადა, გასულ კვირას კი კარანტინიდან გამოსვლის გეგმა გამოაქვეყნა. მას შემდეგ ქვეყანაში აქციების სერია გაიმართა როგორც ლოქდაუნის მომხრეების, ისევე მისი მოწინააღმდეგეების მხრიდან.